Saturday, May 2, 2009

"მისტერ და მისის ეკალისტო"

ვაჩვენოთ ბავშვებს აყვავებული კაქტუსი.ბავშვებს შევთავაზოთ შეახონ ხელი ეკლებს და დარწმუნდნენ როგორ იჩხვლიტებიან.ახლა ვთხოვოთ დააკვირდნენ რა ლამაზად ყვავის კაქტუსი, რამდენად ლამაზი ყვავილი აქვს ეკლიან კაქტუსსს.

კითხვები დისკუსიისათვის:

* რას განიცდიდნენ როცა ეკლებს ეხებოდნენ?
* რას განიცდიდნენ როცა აკვირდებოდნენ ყვავილს!
* რომელი სიტყვები გავს კაქტუსის ეკლებს?
* რომელი სიტყვები გავს კაქტუსის ყვავილს?

აქტივობა

ბავშვებთან ერთად გააკეთეთ კაქტუს "მისტერ ეკალისტოს" პოსტერი და კაქტუსის ეკლებს შორის ჩაწერეთ "ეკალი" სიტყვები- სიტყვები, რომლებიც ტკივილს გვაყენებენ.



ახლა გააკეთეთ "მისის ეკალისტოს" პოსტერი და ყვავილის ფურცლებზე დაწერეთ ყვავილი სიტყვები - სიტყვები, რომლებიც ბედნიერებას გვანიჭებენ.



ბავშვები მივიყვანოთ იმ დასკვნამდე,რომ კაქტუსის ეკლებს შეუძლიათ ტკივილის მიყენება, ისევე როგორც ეკალ სიტყვებს.
კაქტუსის ყვავილს კი,თავისი სილამაზით შეუძლიათ ბედნიერად გვაგრძნობინონ თავი, ისევე როგორც ლამაზ სიტყვებს

No comments:

Post a Comment

ჩვენი შემოქმედება

ბედნიერება ბედნიერება elenkhachidze