Friday, May 1, 2009

"მონიტო - საიდუმლო მეგობარი"

ჩავატარეთ აქტივობა "საიდუმლო მეგობარი".
ბავშვებმა პატარა ფურცლებზე დაწერეს საკუთარი სახელები და გვარები,ეს ყველაფერი მოვათავსეთ ყუთში.ყუთიდან ფურცლების ამოღებით ყველამ გაარკვია ვისზე უნდა ეზრუნა 3 კვირის განმავლობაში. შევთანხმდით რომ საიდუმლო ყველას უნდა შეენახა.
მართლაც ამ დროის განმავლობაში ბავშვები ცდილობდნენ რაც შეიძლება მეტი სითბო, ყურადღება და პატივისცემა გამოეჩინათ საიდუმლო მეგობრისადმი: საიდუმლო მისალოცით,კეთილი სურვილების წერილით,ტკბილეულობით, სათამაშოთი და ა. შ.- ერთი პირობით- ყველგან უნდა ყოფილიყო წარწერა "შენი საიდუმლო მეგობარი". ბოლოს ჩავატარეთ "საიდუმლო მეგობრის გამჟღავნების ცერემონია".რომლის შესახებაც უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ.

"საიდუმლო მეგობრის გამჟღავნების ცერემონია"

დათქმულ დღეს ბავშვები საზეიმოდ გამოწყობილები მოვიდნენ, მკერდზე ყველას ებნია წარწერა "საიდუმლო მეგობარი"

ცერემონიას ესწრებოდნენ მშობლები და პედაგოგები, რომლებიც დიდი ხალისით ჩაერთვნენ აქტივობაში.ბავშვებს წინასწარ ვთხოვეთ წამოეღოთ "საიდუმლო მეგობრების" მიერ ნაჩუქარი საჩუქრები, რათა გამოგვევლინებინა 2 საუკეთესო "საიდუმლო მეგობარი - მონიტო".

მშობლებისგან და პედაგოგებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა საჩუქრები( თუმცა აქ ვერ შეფასდა "გემრიელი საჩუქრები", რომლებიც თავის დროზე გემრიელად მიირთვეს ბავშვებმა :))და გადასცა გემრიელი საჩუქრები, სამახსოვრო წიგნები და სახალისო დიპლომები.

შემდეგ დაიწყო "საიდუმლო მეგობრის" გამჟღავნების ცერემონიაც: ქეთი-ერთერთი "საიდუმლო მეგობარი" მივიდა თავის მეგობართან, რომელზეც 3 კვირის განმავლობაში ზრუნავდა და კიდევ ერთი საჩუქარი-შოკოლადი მიართვა.მეგობარი ქეთისთან ერთად გაემართა თავისი "საიდუმლო მეგობრისკენ" და ა.ს. სანამ არ გამჟღავნდა ყველა "საიდუმლო მეგობარი".ამგვარად შეიკრა "მეგობრობის ჯაჭვი" და ყველამ ერთად ხელიხელჩაკიდებულებმა ვიმღერეთ მეგობრობის სიმღერა.
აქტივობა დასრულდა "სიკეთის სანთლების" ანთებით,რომელში მონაწილეობაც მიიღეს მშობლებმა და პედაგოგებმა. ჩვენ ერთმანეთს სითბო გავუზიარეთ და დავეხმარეთ ერთმანეთს გვეგრძნო თავი ბედნიერად.

No comments:

Post a Comment

ჩვენი შემოქმედება

ბედნიერება ბედნიერება elenkhachidze